png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სებ: ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია

  • ეკონომიკა
  • 02.11.2017
  • 17:17
 სებ: ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია

ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელი მაღალი მერყეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

«როგორც არაერთხელ აღინიშნა, არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია. მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა.

წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და დარჩენილ პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხრიდან რაიმე უარყოფით გავლენა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მთავრობის მიმდინარე სახაზინო ოპერაციები ან ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის რეგულარული ოპერაციები არ ახდენს გავლენას კურსის დინამიკაზე.

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე, გაზარდა რა უცხოური ვალუტის მოთხოვნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს», აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge