png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის ბიუჯეტი 810 146 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა

  • პოლიტიკა
  • 14.11.2015
  • 14:26
თბილისის ბიუჯეტი 810 146 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა

თბილისის  2016  წლის ბიუჯეტი, დოკუმენტის  პროექტის მიხედვით,  810 მლნ. 146 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.  ამის შესახებ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, 2016 წლის  ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გამწვანების ღონისძიებები.

„2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობები 736 მლნ. ლარს შეადგენდა, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით შემოსულობები 810 მლნ. ლარს შეადგენს, შესაბამისად, 2016 წლის ბიუჯეტი, თითქმის 75 მლნ. ლარით მეტია 2015 წლის ბიუჯეტზე. 2016 წლის  ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გამწვანების ღონისძიებები: ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს განსაზღვრულია 260 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (210 მლნ.) დაახლოებით 50 მლნ. ლარით მეტია. ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 214 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელს (205 მლნ.) დაახლოებით, 9 მლნ. ლარით აღემატება. განათლებაზე გამოყოფილია 96 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (92 მლნ. 633 ათასი) 3 მლნ. 300 ათასი ლარით მეტია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის ბიუჯეტის პროექტი 13 ნოემბერს, კანონმდებლობით დადგენილი წესით (15 ნოემბრამდე), განსახილველად დედაქალაქის საკრებულოში  შევიდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge