png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„რეპრესიები საქართველოში" ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა

  • კულტურა
  • 24.10.2017
  • 18:52
 „რეპრესიები საქართველოში" ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა

გამოფენა „რეპრესიები საქართველოში" დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა. ექსპონატების დიდი ნაწილი საზოგადოებას პირველად წარედგინა.

ექსპოზიციის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, ასევე, რეპრესირებულთა შთამომავლები დაესწრნენ.

1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები და მემორიალური ნივთები დამთვალიერებელს წარმოდგენა უქმნის 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე.

საბჭოთა რეპრესიებს საქართველოში ათასობით ადამიანი შეეწირა. გამოფენის მზადების პროცესში ეროვნული არქივი რეპრესირებულთა ოჯახებს დაუკავშირდა. მათ მიერ არქივისათვის გადაცემული უნიკალური დოკუმენტები და ნივთები ექსპოზიციის ნაწილი გახდა.

გამოფენა ასახავს სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, ევგენი მიქელაძის, ქეთევან ორახელაშვილის, ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ვლადიმერ ჯიქიას, შალვა ცინცაძის, შალვა კიღურაძის, პაოლო იაშვილის, ამბროსი ხელაიას, შალვა ნუცუბიძის, სიმონ მჭედლიძის, კირა ანდრონიკაშვილის, ვაჟა-ფშაველას ვაჟის - ლევან რაზიკაშვილის, სერგი გორგაძის შვილის - დავით გორგაძის, გიორგი ლეონიძის ძმის - ლევან ლეონიძის, კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილის - ნინო ცინცაძე - ყარალაშვილის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრების - ისიდორე რამიშვილის, გრიგოლ გიორგაძის, ბენია ჩხიკვიშვილის, ქრისტინე შარაშიძის, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ანა სოლოღაშვილის, ელეონერა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, მინადორა ტოროშელიძე-ორჯონიკიძისა და სხვა მრავალი ადამიანის ისტორიას.

გამოფენის დამთვალიერებელი იხილავს ტიციან ტაბიძის უკანასკნელ ფოტოს, მის ფაქსიმილეს, გალაკტიონ ტაბიძის ლექსის ავტოგრაფს, რომელიც მან დახვრეტილ მეგობარს, „არტისტული ყვავილების" გამომცემელს, პეტრე გვარამიას (ტუტკუს) მიუძღვნა, ევგენი მიქელაძის პარტიტურას, ვახტანგ კოტეტიშვილისეულ მარმარილოს ქანდაკებას, შალვა ნუცუბიძის მიერ გადასახლებიდან ჩამოტანილ შანდალს, ლევან ლეონიძის, ნინო ცინცაძე-ყარალაშვილის, დავით გორგაძის პირად წერილებს, ღვთისმშობლის ნატყვიარ ხატს და სხვა ნივთებს.

აღსანიშნავია, რომ 25, 26 და 27 ოქტომბერს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები", რის გამოც ამ დღეებში გამოფენაზე დაშვება შეზღუდული იქნება.

გამოფენის კურატორები: ქეთევან ასათიანი, გიორგი კაკაბაძე.

გამოფენა 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge