png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თამაზ მეჭიაურმა მცხეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

  • სამართალი
  • 24.10.2017
  • 13:20
 თამაზ მეჭიაურმა მცხეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა მცხეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მიკუთვნებული 5 ხმის გაბათილებას ითხოვს.

„მახარე სისაური არის მნიშვნელოვანი ფიგურა. ის დაესწრო ხმების დათვლის პროცესს და შემდგომ დალუქვას, რომელიც მერე გახსნეს. სისაური და კიდევ რამდენიმე პირი ადასტურებს ფაქტს, რომ ბათილ ბიულეტინებში იყო 5-6 ბიულეტინი, რომელიც ბათილი იყო იმის გამო, რომ არცერთი კანდიდატი არ იყო შემოხაზული. მერე, საოლქო კომისიაში როცა უკვე გახსნეს ყუთი აღმოჩნდა რომ ასეთი ბიულეტინი არცერთი არ იყო“ – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

მცხეთის სასამართლოში თამაზ მეჭიაურის სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნულ უბნის შედეგების სრულად გაბათილებას ითხოვს.

მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლები არიან და თიანეთში თვითმმართველობის არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ.

მას შემდეგ რაც მათ თამაზ მეჭიაურის პარტიის შტაბი დატოვეს ჟინვალის ტერიტორიაზე უცნობმა პ პირები თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, სწორედ იმ უბანზე ესწრებოდა ხმის დათვლის პროცესს, სადაც მისივე თქმით, ბიულეტენები გაყალბდა.

შს სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
  • 18:44
„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
  • 17:28
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 09:58
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
  • 12:29
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
  • 12:25
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
  • 12:20
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge