png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ახალი სტატუსი ტურისტული ობიექტებისთვის – რეკომენდებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ

  • ეკონომიკა
  • 13.11.2015
  • 12:21
ახალი სტატუსი ტურისტული ობიექტებისთვის – რეკომენდებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ

აჭარაში ტურისტულ ობიექტებს ახალ მიმზიდველობას შესძენს სტატუსი „რეკომენდებულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ.“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ უწყების მიერ შემუშავდა გარკვეული სტანდარტები და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში ობიექტი დეპარტამენტიდან შესაბამის სტატუსს მიიღებს.

პროექტში ჩართვა ნებისმიერი ობიექტისათვის ნებაყოფლობითია. შემუშავებული სტანდარტები აღებული ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. შემუშავებული კრიტერიუმები განსაზღვრულია სამ მიმართულებად: აუცილებელი, დამატებითი და სასურველი კრიტერიუმები, რომლებშიც წარმოდგენილი თემატიკა იყოფა შემდეგ საკითხებად: უსაფრთხოება, ტექნიკური ნაწილი, დაჯავშნა, ინტერიერის შესაბამისობის სტანდარი, ანგარიშსწორება, მენეჯმენტი.

თითოეულ კრიტერიუმს აქვს შესაბამისი ქულა, რომელთა დაჯამებითაც გამოიკვეთება შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ობიექტს მიენიჭება ან არ მიენიჭება სტატუსი – „რეკომენდებულია ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის მიერ“  ყველა ობიექტს ექნება გონივრული ვადა, რომლის მიხედვითაც მათ შეეძლებათ გამოვლენილი გამოსწორებადი ნაკლოვანებების აღმოფხვრა.

„ვგეგმავთ, რომ პროგრამა იანვრიდან დავიწყოთ და ის გულისხმობს მინიმალური სტანდარტების შემოღებას და მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში, ობიექტებს ექნებათ საშუალება შესაბამისი სტატუსი მიიღონ. ეს ობიექტები შემდგომ ჩვენს მიერ ჩართული იქნებან, ონლაინ სივრცისა, თუ სხვადასხვა ტიპის სარეკლამო კამპანიაში, რომელსაც ჩვენ ადგილობრივ თუ საზღვარგარეთის ბაზრებზე ვაწარმოებთ“, – აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.

პროექტის მონიტორინგის ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებით, მონიტორინგის პროცესში ასევე ჩართული იქნება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მოწვეული ტურიზმის სფეროს ექსპერტი ულრიხ ტროსიენი. პროექტს ასევე ეყოლება აღმასრულებელი საბჭო, რომელთა შემადგენლობაშიც შევლენ აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტთან არსებული აჭარის ტურიზმის მრჩეველთა რეგიონული საბჭოს წევრები.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობასაც, პროექტის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთანამშრომლობების მემორანდუმები ბათუმი მერიასთან, სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელ დახმარებათა სამსახურთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმითვე, ეს ერთის მხრივ ობიექტების  ცნობადობას, ხოლო მეორეს მხრივ ტურისტებში ამ ობიექტების ნდობას გაზრდის. პროექტის მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ბაზარზე არსებული კონკურენციის ზრდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge