png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა 19 ნოემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის შესახებ შეხვედრა გამართეს

  • საზოგადოება
  • 12.11.2015
  • 10:21
გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა 19 ნოემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის შესახებ შეხვედრა გამართეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საოპერო მომღერალს თამარ ივერსა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს შეხვდენენ.

შეხვედრაზე მხარეებმა თამარ ივერის საქველმოქმედო ფონდის „დაცული საზოგადოების“ მიერ 19 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტის თაობაზე ისაუბრეს, რომელიც 13 ივნისს სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად გაიმართება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა გადაერიცხება ფონდის მიერ შერჩეულ იმ ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებმაც სტიქიის დროს მარჩენალი მშობლები დაკარგეს და ოჯახში მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანი ბავშვები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ღონისძიებაში მსოფლიოს საოპერო მომღერლები ალისა კოლოსოვა, ჩარლზ კასტრონოვო,ეკატერინა სიურინა და სერგეი მურზაევი უსასყიდლოდ მიიღებენ მონაწილეობას,ხოლო კონცერტს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.

საქველმოქმედო კონცერტი თბილისის საკრებულოს, დედაქალაქის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 19 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.

შეხვედრაზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გრანდიოზულ გახსნის თაობაზეც ისაუბრეს, რომელიც2016 წლის იანვარშია დაგეგმილი.

შეხვედრის დასასრულს თამარ ივერმა გიორგი ალიბეგაშვილსა და თამარ ტალიაშვილს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge