png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ინკლუზიური ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“

  • ეკონომიკა
  • 11.11.2015
  • 13:05
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ინკლუზიური ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“

„ინკლუზიური ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გამართულ ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვისაც ეს განსაკუთრებით ესაჭიროება.

„ბოლო ორი წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა უფრო ადაპტირებული გამხდარიყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ესაჭიროება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ასეთ ადამიანებზე ზრუნვა და შესაბამისად, მათთვის ყველა იმ პირობის შექმნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, უფრო კარგად დაისვენონ და მეტი სოციალიზაცია მოახდინონ მთლიანად საზოგადოებაში“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კონფერენცია სახელწოდებით "ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის" თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა ქადენბახი, ასევე საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენცია "ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის" ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელის (ENAT) ასოცირებული წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარსას“ მხარდაჭერით გაიმართა.

               

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge