png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„საქართველოს ბანკი“ განცხადებას აკეთებს

  • საზოგადოება
  • 10.11.2015
  • 16:23
 „საქართველოს ბანკი“ განცხადებას აკეთებს

„საქართველოს ბანკი“ სპეციალურ განცხადებას და მადლობის წერილს ავრცელებს შსს-მიერ საქმის გახსნასთან დაკავშირებით:

„პირველივე დღიდან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში და სამართალდამცავების ოპერატიულობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ეს საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა. ამ საქმის გახსნა, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ მესამე დამნაშავეც დაკავებული და სათანადოდ დასჯილი იქნება. კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა მოვახსენოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული თამარ კ. და 1966 წელს დაბადებული მალხაზ ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი, 1977 წელს დაბადებული ილია გელაშვილი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნაქურდალი ფული თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ წინასწარი შეთანხმების თანახმად გადამალეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, თამარ კ. და მალხაზ ბ. თბილისში დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ილია გელაშვილის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge