png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველო და ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში სოფლის განვითარების 3 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამას იწყებს

  • ეკონომიკა
  • 10.11.2015
  • 14:07
საქართველო და ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში სოფლის განვითარების 3 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამას იწყებს

12 ნოემბერს, ევროკავშირი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწვევს მედიის წარმომადგენლებს  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში,საქართველოში სოფლის განვითარების ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაციაზე,  ქალაქ ლაგოდეხში.

საპილოტე პროექტი ლაგოდეხში ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-ის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და ესპანური პარტნიორი ორგანიზაცია ETEA-ს ფონდის მიერ. ( ანდალუზიის რეგიონული განვითარების ფონდი). მედიის წარმომადგენლები შეხვდებიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კახა ჯამბურიას, რომელიც აღნიშული პროექტის მიმართ საკუთარ  მოლოდინებზე ისაუბრებს. ღონისძიებას ასევე დაესწრება კაიდო სირელი, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, რომელიც ისაუბრებს ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს სოფლის განვითარების კუთხით.

მედიის წარმომადგენლები გაეცნობიან  სოფლის განვითარების ინოვაციურ სტრატეგიებსა და მეთოდებს, რომელთა გამოყენება წარმატებით განხორციელდა ლაგოდეხში, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საველე გასვლაში საოჯახო სასტუმროებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დასათვალიერებლად სოფელ ლელიანში. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადგილობრივი ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა.

პრეზენტაციალაგოდეხში არის გაგრძელება იმ ღონისძიებისა, რომელიც სექტემბერში სტეფანწმინდაში შედგა და მიზნად ისახავდა მედიისთვის იმ სამი საპილოტე პროექტის წარდგენას, რომელიც განხორციელდება ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. პროექტი ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობითაა დაფინანსებული  ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში.

სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge