png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 10.11.2015
  • 14:04
საქართველოს პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და  ვიზალიბერალიზაციის საკითხებს შეეხო. ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო და ამავე კონტექსტში მხარეებმასასამართლოსა და  მედია დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის  მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.

„ქვეყნის ევროპული არჩევანი, არა მარტო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მისწრაფებაა, არამედ ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ხელისუფლება აქტიურადმუშაობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების  იმპლემენტაცის საკითხებზე და მჯერა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოზიტიური მიღწევები ექნება“, -აღნიშნა საქართველოსპრეზიდენტმა.

ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საქართველოსათვის ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშველოვანია, რომ ქვეყანამ მტკიცედ დააფიქსიროს საკუთარი ევროპული მისწრაფება.

„ვხედავ ამ მიმართულებით პოზიტიურ შედეგებს და ვხედავ, რომ პროცესი პოზიტიურად ვითარდება და მიღწევებიც თვალსაჩინოა“, - ფედერიკა მოგერინიმ.

ფედრიკა მოგერინის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო -მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, ეს საქართველოს განსაკუთრებულ როლს სძენს და იგირეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განმტკიცების საფუძველია.

ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს განხილვისას ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის როლს დაძაბულობის განმუხტვის კუთხით პოლიტიკურ ძალათა შორის დიალოგისწარმართვის პროცესში.

„ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტის როლი დაძაბულობის განმუხტვის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი.ჩემთვის ცნობილია თქვენი პირადი წვლილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, -აღნიშნა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინის მადლობა გადაუხადა გენდერულ საკითხებზე თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge