png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ფედერიკა მოგერინი: როცა ქალი ძლიერია ძალიან ბევრ სარგებელს ნახულობს ამით საზოგადოება

  • პოლიტიკა
  • 10.11.2015
  • 12:00
ფედერიკა მოგერინი: როცა ქალი ძლიერია ძალიან ბევრ სარგებელს ნახულობს ამით საზოგადოება

„ქალებისთვის და კაცებისთვის ერთი და იგივე უფლების მინიჭება, ეს არის ზუსტად ის საკითხი, რაც ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას და რაც კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია - "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" იმართება. 

მისივე თქმით, არ არსებობს მდგრადი განვითარება, თუ არ არსებობს გენდერული თანასწორობა. 

"ამ დარბაზში ძალიან ბევრი ქალბატონია, მაგრამ, ასევე, ძალიან ბევრი მამაკაცია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმის გამო, რომ გვჯერა გენდერული თანასწორობის და გვჯერა, შეიცვლება სიტუაცია. გენდრული თანასწორობა არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება ან სოციალური სტატუსი. ქალებისთვის და კაცებისთვის ერთი და იგივე უფლების მინიჭება, ეს არის ზუსტად ის საკითხი, რაც ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას და რაც კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. ეს არის განვითარების საკითხი. როცა ქალი ძლიერია ძალიან ბევრ სარგებელს ნახულობს ამით საზოგადოება. ეკონომიკური და სოციალური ბარიერების დაძლევა უფრო მარტივდება, როდესაც ქალი ძლიერია და ის აღიარებულია საზოგადოების თანასწორ მოქალაქედ. ეს არის ჩვენი საზოგადოების მდგრადობის ნაწილი. ამისათვის ევროკავშირი მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებებზე, როგორც მის მთავარ მიზნებზე", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge