png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს

  • პოლიტიკა
  • 09.11.2015
  • 21:14
ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი სულაკაძის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს. საქმე ეხება „ფოთის წისქვილკომბინატის“ (წისქვილქარხანა) მესაკუთრეობაზე მიდმინარე დავას. ვანო ჩხარტიშვილი „ფოთის წისქვილკომბინატის“ მესაკუთრეობას „თი-ბი-სი ბანკს“, შპს „პორტლენდს“, შპს „ტრანსფორდის“ “ და შპს „აგრიკომს“ ედავება. ჩხარტიშვილი მოპასუხეებისგან გაყიდული ობიექტის უკან დაბრუნებას და ანაზღაურებას ითხოვს. ანუ იმ თანხას, რაც შესაძლოა, მოგების სახით მიეღო „წისქვილქარხნის“ ფუნქციონირებისგან, ქარხანა მის საკუთრებაში რომ დარჩენილიყო, სულ საუბარია 32 მილიონ დოლარზე.

მოსამართლე გიორგი სულაკაძემ 2015 წლის 14 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც აუქციონის შედეგები და ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო. როგორც “კვირას“ შპს „პორტლენდის“, და კომპანია „ტრანსფორდის“ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა ის მოსამართლემ 25 ნოემბრისთვის გადადო. “დღევანდელი პროცესი საკმაოდ ხანმოკლე იყო, შუამდგომლობის დაყენება არ მომხდარა,ივანე ჩხარტიშვილის მხარემ გაითხოვა თავისი შუამდგომლობა დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, მოსამართლემ პროცესი 25 ნოემბრისთვის გადადო, ფინანსურ ნაწილში გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ 25 ნოემბერს გამოცხადდება“,- განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დავას ჩხარტიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიების: „ჯეესკოს“ და „პრომეტკოს“ სარჩელს, კომპანია „ტრანსფორდის“ და ფოთის საზღვაო ნავსადგურის წინააღმდეგ, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კომპანია “ტრანსფორდმა” საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის მართლზომიერი ქმედების შესწავლის მიზნით მიმართა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, მოსამართლემ უხეშად დაარღვია კანონი, ნაცვლად იმისა, რომ საქმე დაქვემდებარებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებას საქმეთა გაერთიანების შესახებ და საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, მოსამართლე კვლავ აგრძელებს საქმის განხილვას, რომელსაც ნომერიც არ გააჩნია. კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი აცხადებენ, რომ მოსამართლის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კომპანიის დირექტორის აპოლონ ბჟალავას განცხადებით, ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეისწავლონ “მოსამართლე გიორგი სულაკაძის არაკანონიერი ქმედება და მიიღონ შესაბამისი ზომები”.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge