png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ხვალ, ივანე ჩხარტიშვილის დაქვემდებარებული კომპანიების სასამართლო პროცესი გაიმართება

  • სამართალი
  • 09.11.2015
  • 21:11
ხვალ, ივანე ჩხარტიშვილის დაქვემდებარებული კომპანიების სასამართლო პროცესი გაიმართება

ხვალ საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილს დაქვემდებარებული კომპანიების „პრომეტკოსა“ და „ჯეესკოს“ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა გაიმართება. საქმეს მოსამართლე გიორგი სულაკაძე განიხილავს. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით მოპასუხე ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ უკვე მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო მერე მოპასუხემ, შპს „ტრანსფორდმა“ - მთავარ პროკურატურას, რათა შესწავლილ იქნას მოსამართლის ქმედების მართლზომიერების საკითხი.

„ტრანფორდის“ ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 381 – ე მუხლის მოთხოვნა: "სრულიად კურიოზულ ვითარებასთან გვაქვს საქმე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც მოსამართლე გაზრახ ხელს უშლის სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, კერძოდ, ფოთის საქალაქო სასამართლომ სექტემბერში გამოიტანა განჩინება ორი საქმის გაერთიანების შესახებ საიდანაც ერთი ექვემდებარებოდა ფოთის სასამართლოს, მეორე თბილისის საქალაქო სასამართლოს და გაერთიანებული საქმე განსახილველად დაუქვემდებარა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განჩინება დამოუკიდებლად არ საჩივრდება და აღსასრულებლად სავალდებულოა, მოსამართლე სულაკაძემ განაცხადა, რომ ის არ გადააგზავნის საქმეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და საქმე კვლავ დარჩება მის დაქვემდებარებაში ანუ მოსამართლე შეგნებულად უშლის ხელს ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების შესრულებას საქმეთა გაერთიანების შესახებ, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს“– განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესი, ხვალ 10 ნოემბერს 11:00 საათზეა დანიშნული. მას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები დაესწრებიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge