png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თიბისი ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან 48 მილიონი ლარის რესურსი მიიღო

  • ეკონომიკა
  • 09.11.2015
  • 11:31
  თიბისი ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან  48 მილიონი ლარის რესურსი მიიღო

თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის ლარის რესურსით დაფინანსებას აგრძელებს. 48 მილიონი ლარის ოდენობის სესხი თიბისი ბანკმა სექტორის დასაფინანსებლად შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან (BSTDB) მიიღო.  

„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან. აღნიშნული რესურსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თიბისი ბანკისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან  ჩვენ საშუალება გვეძლევა სესხები ადგილობრივ ვალუტაში გავცეთ, რაც დღეს მზარდი მოთხოვნით ხასიათდება ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდან. შესაბამისად, აღნიშნული ლარის რესურსით ჩვენ შევძლებთ, გავაფართოოთ ჩვენი პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში. გარდა ამისა, ეს ტრანზაქცია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც უწყობს ხელს, რაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის’’. - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს დიდი ხნის პარტნიორ, თიბისი ბანკთან და ვთავაზობთ მათ ისეთ პროდუქტს, რომელიც სავალუტო რისკების განეიტრალების შესაძლებლობას იძლევა. BSTDB-ის მიერ  ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ეს პირველი  სესხი,  თიბისი ბანკს დაეხმარება ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და  ახალი სამუშაო ადგილების შექმნას  მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში.’’ - განაცხადა  BSTDB  ბანკის პრეზიდენტმა, იჰსან უგურ დელიკანლიმ.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB)  საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც წარმოდგენილია 11 ქვეყანაში. BSTDB ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას როგორც სესხების, საკრედიტო ხაზებისა და კაპიტალის მიწოდების, ისე პროექტებისთვის გარანტიების შეთავაზებისა და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge