png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ესპანეთში ბეკონის მოპარული ნახატები იპოვეს

  • მსოფლიო
  • 19.07.2017
  • 16:44
ესპანეთში ბეკონის მოპარული ნახატები იპოვეს

ესპანეთის პოლიციამ ცნობილი ბრიტანელი ექსპრესიონისტის ფრენსის ბეკონის ხუთი მოპარული ნახატიდან სამი ნამუშევარი იპოვა. ამის შესახებ გაზეთი Pais-ი წერს.

უცნობია, რომელ ტილოებზეა საუბარი, ან სად აღმოაჩინეს ისინი.

25-30 მლნ ევროს ღირებულების ხუთი ნახატი 2015 წლის ივნისში მხატვრის ახლო მეგობრის ხოსე კაპელოს სახლიდან მოიპარეს. მას ნამუშევრები მხატვრისგან მემკვიდრეობით ერგო.

ძარცვის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.  დამნაშავეებმა სიგნალიზაცია გამორთეს და ტერიტორია ანაბეჭდების გარეშე დატოვეს. ნახატების გარდა დამნაშავეებმა სხვა ძვირფასი ნივთებიც წაიღეს.

ეს ძარცვა ქვეყნის ისტორიაში მასშტაბურ დანაშაულად აღიარეს.

ბეკონი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ხშირად სტუმრობდა მადრიდს. ის 1992 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბეკონის ნამუშევრები კოლექციონერებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2007 წელს ყატარელმა შეიხმა მისი ნახატი 53 მლნ დოლარად შეიძინა. 2008 წელს კი Sotheby's-ის აუქციონზე რომან აბრამოვიჩმა მხატვრის ნამუშევარი „ტრიპტიხი, 1976“ 86,3 მლნ დოლარად იყიდა. 2013 წელს Christie's-ის აუქციონზე ბეკონის ნახატი „სამი ჩანახატი ლუსიენ ფრეიდის პორტრეტისთვის“ რეკორდულ ფასად - 142,4 მლნ დოლარად გაიყიდა.


 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge