png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის მთავრობა 2 მლნ ლარს დახარჯავს

  • ეკონომიკა
  • 09.11.2015
  • 10:32
არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის მთავრობა 2 მლნ ლარს დახარჯავს

კომპანიაზე, რომელიც  1 კგ არასტანდარტულ მანდარინსარანაკლებ 20 თეთრად შეისყიდის, გაიცემა სუბსიდია 10 თეთრის ოდენობით,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტი დღეს მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკითხს განიხილავს.

„აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონში ვგეგმავთ მანდარინის სუბსიდირების საკითხის გადაწყვეტას, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ. ჯამში 2 000 000 ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოყოფს მთავრობა,“–აღნიშნა პრემიერმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განმარტებით, არასტანდარტულ მანდარინზე შენარჩუნებულია შარშანდელი მიდგომა და წელსაც იქნება 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია.

„შარშანდელისგან განსხვავებით, წელს დაემატა სიმძლავრეები,   როგორც შეფუთვისა და გადამუშავების, ისე კონცენტრატის წარმოების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგისთის. ასევე გაიზარდა მოსავალი, გვაქვს 30–40%–ით მეტი მოსავალი, თუმცა მოთხოვნა დიდია. ექსპორტის მოთხოვნა არის 30–35 ათასი ტონის. ასევე აღსანიშნავია ხარისხი გადამუშავების, ასევე შეფუთვის, რომელიც აბსოლუტურად ევროპულ სტანდარტებს უტოლდება,“–განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge