png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დაღუპული სამხედროები ხსოვნის დღეზე გაიხსენეს

  • თავდაცვა
  • 08.11.2015
  • 15:05
დაღუპული სამხედროები ხსოვნის დღეზე გაიხსენეს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში ხსოვნის დღე აღინიშნა. დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა საელჩოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ებრალიძეს, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს და ISAF-ის მისიაში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს. ხსოვნის დღეს დაესწრნენ ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საქართველოში აკრედიტებული ელჩები და ატაშეები. მოწვეულ სტუმრებს ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა სიტყვით მიმართა. მან ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად წარმოებულ ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

ხსოვნის დღის სიმბოლო წითელი ყაყაჩოა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ საელჩოში წითელი ყაყაჩოებით შეკრული სიმბოლური გვირგვინები დაღუპულთა პატივსაცემად მიიტანა, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ კი ლადო ასათიანის ლექსი - „კრწანისის ყაყაჩოები“ წაიკითხა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და თანამეგობრობის ქვეყნებში ხსოვნის დღე ყოველი წლის ნოემბრის მეორე კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღეს პირველ მსოფლიო ომსა და შემდეგ არსებულ ყველა კონფლიქტსა თუ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას მიაგებენ პატივს

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge