png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს თანამშრომლებს - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 07.11.2015
  • 11:31
გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს თანამშრომლებს - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა, რომლებმაც საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩატარებულ ჩემპიონატებზე წელს განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს და ჩემპიონები გახდნენ.

დათა ქაჯაიას, გიორგი ბერძენიშვილს, ალექსი დავითაშვილს და ვარლამ ლიპარტელიანს მინისტრმა გამარჯვება პირადად მიულოცა, მათ მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა: „დანაშაულის პრევენციის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პირობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაციაა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ სპორტს და მის განვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბები ბევრ გამარჯვებასა და მიღწევას ითვლიან. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღის გმირები სამინისტროს თანამშრომლები არიან, რომლებმაც ჩვენი უწყების და ქვეყნის სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში პირველები, ჩემპიონები გახდნენ. დიდი მადლობა თქვენ - ჩვენს თანამშრომლებს

- ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებს, ამ სულისკვეთებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი პოლიციელები ასახელეთ და საერთაშორისო შეჯიბრებებში საქართველოს დროშა მაღლა ასწიეთ!“ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა, პარიზში, 90 კგ. წონით კატეგორიაში გრან-სლემი მოიგო; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფიზიკური მომზადების განყოფილების თანამშრომელი ალექსი დავითაშვილი ისრაელში, არშდოში ვეტერანთა შორის სამბოს მსოფლიო ჩემპიონი გახდა; შსს-ს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის მრბოლელი, უფროსი ლეიტენანტი დათა ქაჯაია იტალიაში, ევროპის ჩემპიონი გახდა; შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, ვიცეპოლკოვნიკმა გიორგი ბერძენიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატში ტრიატლსა და ბიატლში 1 ოქროსა და

2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა გამარჯვებულ სპორტსმენებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge