png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლმა „რუსთავმა“ კონცერტი გამართა

  • საზოგადოება
  • 07.11.2015
  • 11:19
N 12  პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლმა „რუსთავმა“ კონცერტი გამართა

ნახევრად ღია და დახურილი ტიპის N 12 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, მისი ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი და ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე ესტუმრნენ და კონცერტი გამართეს.

ანსამბლმა „რუსთავმა“ მსჯავრდებულებისთვის ქართული ცეკვები და ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.

ანსამბლის მომღერლებთან ერთად რამდენიმე მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საგალობელი შეასრულეს.

ღონისძიებას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი და პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი ზვიად მიხანაშვილი ესწრებოდნენ.

პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა ზვიად მიხანაშვილმა ანსამბლ „რუსთავს“ ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენ ყოველ დღე ვზრუნავთ, მჯავრდებულებს/ბრალდებულებს შევუმსუბუქოთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოფნა“, _განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

,,დღევანდელი კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანია. ღონისძიებაში მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან მსგავსი ღონისძიებები ძალიან ეხმარება ადამიანის სულიერ მდგომარეობას”,-განაცხადა ანზორ ერქომაიშვილმა.

ფრიდონ სულაბერიძის განცხადებით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია.

,,ჩვენთვის აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. სურვილი გვაქვს რომ სხვა დაწესებულებებშიც ვაჩვენოთ ჩვენი ხელოვნება“, _ფრიდონ სულაბერიძე.

ღონისძიების ბოლოს მსჯავრდებულებმა ფრიდონ სულაბერიძესა და ანზორ ერქომაიშვილს საჩუქრად ხატი გადასცეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge