png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

  • პოლიტიკა
  • 06.11.2015
  • 19:13
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებაა გააკეთა. გთავაზობთ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას:

„რუსთავი 2-ის“  საქმის ირგვლივ 2 კვირის წინ  შექმნილი დაძაბული ვითარება  საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით  განიმუხტა.

თუმცა, დღეს ისევ რთული გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს - ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები, სახალხო დამცველი,  პოლიტიკური  პარტიები, მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც.

მივმართავ  მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს -  თავი შეიკავონ  არადიპლომატიური გამონათქვამებისაგან  და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლებიან  მხოლოდ  ფორმალური განცხადებებით.

მოვუწოდებ მმართველ კოალიციას ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა.

გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად.

აწარმოოს  დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც  ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია.

ჩვენ არ შევდივართ კონკრეტული სამართლებრივი დავის განხილვაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ,  რომ განვითარებული პროცესები უარყოფით გავლენას  ახდენს როგორც ქვეყნის  შიდა ვითარებაზე, ასევე  ჩვენს საგარეო  იმიჯზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ არავის დარჩეს კითხვები,  საქართველოში მართმსაჯულების დამოუკიდებლობის  და მედიის თავისუფლების ხარისხსთან დაკავშირებით.

ჩვენი ვალია  -  უზრუნველვყოთ  და დავიცვათ კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება, საკუთრების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არჩევანის თავისუფლება.

ჩვენი ვალია გავაძლიეროთ და არ დავაზარალოთ ქართული სახელმწიფო“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge