png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ტრანსფორდის“ ხელმძღვანელობამ მოსამართლის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა

  • სამართალი
  • 06.11.2015
  • 15:19
ტრანსფორდის“ ხელმძღვანელობამ მოსამართლის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა

კომპანია "ტრანსფორდის" ხელმძღვანელობამ დღეს მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და მოსამართლე გიორგი სულაკაძის საქმის შესწავლა მოითხოვა. დღეს მთავარ პროკურატურაში განცხადების შესატანად იმყოფებოდა კომპანია "ტრანსფორდის" დირექტორი აპოლონ ბჟალავა და ასევე საქმის ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი. კომპანია "ტრანსფორდმა" საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის მართლზომიერი ქმედების შესწავლის მიზნით მიმართა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, მოსამართლემ უხეშად დაარღვია კანონი, ნაცვალდ იმისა, რომ საქმე დაქვემდებარებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებას საქმეთა გაერთიანების შესახებ და საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, მოსამართლე კვლავ აგრძელებს საქმის განხილვას, რომელსაც ნომერიც არ გააჩნია. კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი აცხადებენ, რომ მოსამართლის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კომპანიის დირექტორის აპოლონ ბჟალავას განცხადებით, ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეისწავლონ "მოსამართლე გიორგი სულაკაძის არაკანონიერი ქმედება და მიიღონ შესაბამისი ზომები". "სრულიად კურიოზულ ვითარებასთან გვაქვს საქმე ქართულ მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც მოსამართლე გაზრახ ხელს უშლის სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას, კერძოდ, ფოთის საქალაქო სასამართლომ სექტემბერში გამოიტანა განჩინება ორი საქმის გაერთიანების შესახებ. ერთი ექვემდებარებოდა ფოთის სასამართლოს, მეორე თბილისის საქალაქო სასამართლოს, უშუალოდ მოსამართლე გიორგი სულაკაძეს. ეს განჩინება არ საჩივრდება და აღსასრულებლად სავალდებულოა. მოსამართლე ვალდებული იყო, რომ მის წარმოებაში არსებული საქმე, რომელსაც ნომერი აღარ აქვს, ვინაიდან საქმე გაერთიანდა და ახალი ნომერი მიენიჭა, დაუყოვნებლივ გადაიგზავნოს ფოთის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ სრულიად გაუგებრად განაცხადა, რომ ის არ გააგზავნის საქმეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გააგრძელებს საქმის განხილვას. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის დარღვევა, რაც სასამართლო განჩინებისთვის ხელისშეშლას ითვალისწინებს. დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს დავა მიმდინარეობს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიებსა და კომპანია "ტრანსფორდს" შორის, რომლის ინტერესებსაც მე ვიცავ. აღსანიშნავია, რომ ყველა საქმე რომელთანაც დაკავშირებულია ბატონი ჩხარტიშვილი, რატომღაც განსახილველად მოსამართლე სულაკაძეს აქვს გადაცემული. ესეც ძალზე საინტერესო ფაქტია, იმის გამო, რომ მოსამართლე ხელს უშლის მეორე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. კომპანიის ხელმძღვანელობამ პროკურატურას განაცხადით მიმართა", - აღნიშნა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge