png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქართული ღვინის წარმატება პოლონეთში

  • ეკონომიკა
  • 06.11.2015
  • 15:07
ქართული ღვინის წარმატება პოლონეთში

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 4-6 ნოემბერს ღვინის მე-13 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „EnoExpo 2015” გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობდა ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი“, „ვაზიანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ასკანელი ძმები“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „კახური“, „ბესინი“, „ტყუპების საღვინე მარანი“, „შატო თელავი“ და „ტიბანელი“.

გამოფენის ფარგლებში გამართულ კონკურსზე კომპანიის - „ამირან ვეფხვაძის მეღვინეობა“ - ღვინომ „კრახუნა 2013“ ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

გამოფენაზე ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ გაემართათ საქმიანი მოლაპარაკებები ადგილობრივ იმპორტიორებთან და მიეღწიათ შეთანხმებას სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. მსგავს ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. აღნიშნული ქვეყანა სტაბილურად შედის ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. 2015 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,26 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge