png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პენიტენციურ დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

  • სამართალი
  • 06.11.2015
  • 10:31
 პენიტენციურ დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  პენიტენციური დეპარტამენტის ხელძღვანელის თანამდებობაზე ზვიად მიხანაშვილი დანიშნა. ახალი პოსტის დაკავებამდე ზვიად მიხანაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში  ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

მინისტრის განცხადებით კანდიდატურის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი ზვიად მიხანაშვილის კვალიფიციურობა გახდა.  კახა კახიშვილის თქმით, მიხანაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ზვიად მიხანაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას.

 „აქცენტს ადამიანის უფლებების დაცვაზე გავაკეთებთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ დაწესებულებებში არსებულ ინფრასტრუქტურას. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და პატიმრების საზოგადოებაში ჯანსაღ დაბრუნებას“. - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ზვიად მიხანაშვილს დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომდე ზვიად მიხანაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო.

2015 წელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი.

2011-2015 წლები - ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი.

2005-2009 წლები - საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

2002-2004 წლები - საქართველოს პარლამენტი, მოწვეული სპეციალისტი.

1998-1999 წლები - საქართველოს პარლამენტი, სპეციალისტი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge