png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საჯარო რეესტრი: მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას

  • სამართალი
  • 06.11.2015
  • 10:04
საჯარო რეესტრი: მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას

 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის შესახებ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას. საჯარო რეესტრმა დროებითი მმართველის უფლებამოსილებები და განჩინებით დადგენილი შეზღუდვები უკვე ასახა სამეწარმეო რეესტრში.

"საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის პაატა სალიას განცხადება. მან მოითხოვა შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.

განცხადებას თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინება (საქმეზე N2/15651-15) ამავე სასამართლოს მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე და 193-ე მუხლები).

ეს განცხადება (NB15218092) და სასამართლოს განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2015 წლის 5 ნოემბერს და გამოქვეყნდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (napr.gov.ge) 18 საათსა და 09 წუთზე.

5 ნოემბრის განჩინების თანახმად, კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეთა ინტერესების დაცვისათვის, ასევე, დავის მიმდინარეობისას კომპანია რუსთავი 2-ის ფინანსებისა და ქონების შენარჩუნებისა და კომპანია რუსთავი 2-ის პროფილით ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მისი ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით მოსამართლემ დანიშნა დროებითი მმართველები. ამავე განჩინებით, ყველა სხვა პირს დროებით შეუჩერდა აღნიშნული უფლებამოსილებები, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე.

განჩინება, მისი სარეზულუციო ნაწილის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას. შესაბამისად, განჩინების მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად, დროებითი მმართველის უფლებამოსილებები და ამავე განჩინებით დადგენილი შეზღუდვები აისახა სამეწარმეო რეესტრში.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება 2015 წლის 6 ნოემბერს" - აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, აქტის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge