png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართვლოს პრეზიდენტმა კონფერენციაში „დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე“ მონაწილეობა მიიღო

  • პოლიტიკა
  • 05.11.2015
  • 18:05
საქართვლოს პრეზიდენტმა კონფერენციაში „დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენცია გაიმართა თემაზე  „დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე“.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მეთაურის როლზე თავდაცვისა და უსაფრთხოების დემოკრატიული კონტროლის უზრუნველყოფაში. ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების როლსა და მათი ფუნქციების იმ ბალანსზე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს.

„საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის მართლაც უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და განმტკიცებისათვის.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ახლაგზარდა დემოკრატიებისათვის, რადგან სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი  ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია იმ სახელმწიფოებრივი სისტემის მშენებლობაში, რომელსაც ჩვენ ასე ინტენსიურად ვახორციელებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე ზედამხედველობის სამოქალაქო კონტროლის ფუნქცია იყოს არა მხოლოდ კონცეპტუალურად მოგვარებული, არამედ გაზიარებული და განმტკიცებული, როგორც მთელ საზოგადოებაში ისე პოლიტიკურ სპექტრში და შეიარაღებულ ძალებში.

21-ე საუკუნეში ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს - ძლიერი შეიარაღებული ძალების განვითარება და დემოკრატიული საზოგადოების კონსტიტუციური სტაბილურობის გარანტიების განმტკიცება.

ამ თვალსაზრისით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული წინ. ჩვენი შეიარაღებული ძალები არის ერთერთი ყველაზე კვალიფიციური და ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული შეიარაღებული ძალები.

ჩვენ გვყავს არმია, რომელიც ურთულეს ამოცანებს ასრულებს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს არმიის ძირითადი კონსტიტუციური ჩარჩო სამოქალაქო სტრუქტურების თანამშრომლობისა და ერთობლივი ფუნქციონირების თვალსაზრისით.

მოკლედ, ამ სქემის შესახებ: თავდაცვის სამინისტრო საქართველოში უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბდა, როგორც სამოქალაქო სტრუქტურა, რომლის ხელმძღვანელიც არის სამოქალაქო პირი და ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, სწორედ ევროპული ტრადიციის ფარგლებში.

თავდაცვის სამინისტრო ერთი მხრივ ხელმძღვანელობს შეიარაღებული ძალების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პოლიტიკას და მეორე მხრივ, უშუალო კონტაქტში არის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შტოებთან და ამ თვალსაზრისით, წარმმართველია სამოქალაქო მინისტრი და სამოქალაქო  სტრუქტურა.

კონსტიტუციის მიხედვით, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო ანგარიშვალდებულია და მის ზედამხედველობას ახორციელებს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა- საქართველოს პარლამენტი და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი.

კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საპარლამენტო ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფს აქვს წვდომა უმნიშვნელოვანეს საიდუმლო ინფორმაციასთან.

ბუნებრივია, ეს სისტემები ნათლად აჩვენებს რამდენად არის დაბალანსებული ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები.

ძალიან  მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საერთო, სახალხო ნებით დემოკრატიულად არჩეულ ფიგურას, რომელიც ერთი მხრივ, არის სახელმწიფოს მეთაური და მეორე მხრივ, წარმოადგენს უმაღლეს მთავარსარადალს შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში.

პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი თანამდებობის პირებს გენერალურ შტაბში, ხელმძღვანელობს უშიშროების საბჭოს.

უშიშროების საბჭოს კონცეფცია შეიცვალა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებასთან ერთად და გახდა ის ადგილი, სადაც ქვეყნის უშიშროებასა და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განიხილება, უმაღლეს პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად მსჯელობენ უმნიშვნელვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. კონფერენცია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას საქართველოს უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge