png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქართულმა ღვინოებმა ჰონგ-კონგის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს

  • ეკონომიკა
  • 05.11.2015
  • 16:45
ქართულმა ღვინოებმა ჰონგ-კონგის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს

ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე - „HKTDC - Hong Kong International Wine and Spirits Fair 2014” - კომპანიის „კახური ღვინის მარანი“ ღვინომ „საფერავი 2011“ ორი უმაღლესი ჯილდო (გრანპრი ნომინაციაში „საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში“ და ოქროს მედალი) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამავე კომპანიის ღვინო „მუკუზანი 2011“.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალი კლასის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და გამარჯვება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია. ქართულ პროდუქციას და, გამორჩეულად ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზარზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ხორცილდება ღვინის ხარისხის კონტროლი, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფალსიფიკაციას და უხარსიხო პროდუქციის მოხვდრის შესაძლებლობას როგორ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყოველწლიური გამოფენა „HKTDC - Hong Kong International Wine and Spirits Fair 2014" 5-7 ნოემბერს ტარდება და აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაა. გამოფენას მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან ათი ათასობით ადამიანი ესწრება. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე კი მთელი მსოფლიოდან წელიწადში 1500-ზე მეტი განაცხადი შედის. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 6 ქართული კომპანიის - „თბილღვინო“, „მეღვინეობა ხარება“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“ და კომპანია „ქართული ღვინო“ - სხვადასხვა სტილის ღვინო.

გამოფენის ფარგლებში იმართება კონკურსიც და შედეგები  გამოფენის გახსნის დღეს ქვეყნდება, რაც უზრუნველყოფს გამარჯვებული ბრენდების სტენდებთან მეტი დაინტერესებული ტრეიდერისა და იმპორტიორის მოზიდვას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge