png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის მტკიცებით, ქართველი მფრინავის შესახებ გავრცელებული ვიდეო ძველია (ვიდეო)

  • პოლიტიკა
  • 06.06.2017
  • 12:51
 სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის მტკიცებით, ქართველი მფრინავის შესახებ გავრცელებული ვიდეო ძველია (ვიდეო)

ამ დრომდე უცნობია, თუ რა ბედი ეწია კონგოელი ამბოხებულების ტყვეობაში ჩავარდნილ ქართველ მფრინავს. საზოგადოებრივის ინფორმაციით,  სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ყველა შესაძლო დიპლომატიურ რესურსს იყენებს, მათ შორის უწყება კომუნიკაციაშია გაეროსთან, „წითელ ჯვართან“ და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ქართველი მფრინავი დიდი ალბათობით დაიღუპა, ელჩი განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია იმ დაჯგუფებისგან მიიღეს, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო სოსო ოსორაული. 

ბექა დვალი აცხადებს, რომ სოციალური ქსელში გავრცელებული ვიდეომასალები ძველია და ის რამდენიმე თვის წინ არის ჩაწერილი. 

ქართველი მფრივანის ვიდეო-გზავნილი ტელეკომპანია იბერიამ გუშინ გაავრცელა. როგორც ოსურაული მიმართვაში აღნიშნავს, მას ადამიანების დახოცვაში ადანაშაულებენ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. “დედა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან მიყვარხართ, გემშვიდობებით, აბა კარგად”-ამ სიტყვებით მიმართავს კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ოჯახის წევრებს. "რომ ამბობენ ჩემზე ვიღაცეები ჩახოცაო მასე არ არის, არ დაიჯეროთ, გთხოვთ არ დაიჯეროთ მე არავინ ჩამიხოცავს,დედა არ ინერვიულო, კარგი ბალღები დაზარდეთ, კარგად გაზარდეთ ჩემი შვილები, ძალიან მიყვარხართ", - ამბობს სოსო ოსურაული მიმართვაში.

მფრინავი სოსო ოსურაული საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან წასვლის შემდეგ კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. შვეულმფრენი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, ამბოხებულმა ძალებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს და რამდენიმე მძევალი აიყვანეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge