png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„თუ შურის მაძიებლები ვიქნებით და თქვენ მხარდაჭერა არ გამოგიცხადეთ თავზე დაგვექცევა“, - ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ს

  • პოლიტიკა
  • 04.11.2015
  • 11:00
„თუ შურის მაძიებლები ვიქნებით და თქვენ მხარდაჭერა არ გამოგიცხადეთ თავზე დაგვექცევა“, - ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ს

"ქიბარ ხალვაში 3 წლის თავზე იმიტომ გამოჩნდა, რომ  რუსთავი 2 ხელისუფლებას ჯიბეში ჩაუდოს,"- ეს განცხადება საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. ის ამბობს, რომ მიმდინარე პროცესი პოლიტიკურია და აშკარაა. ელისაშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-ს ერთი მხრივ ხელისუფლება, მეორე მხრივ კი მიხეილ სააკაშვილი იყენებს. 

"ხელისუფლების კვალი იკვეთება. აქ არის ორი რამ. წლების განმავლობაში რუსთავი 2-ზე ძალიან გაცოფებული ვიყავი იმიტომ, რომ რუსთავი 2 არ იყო სოლიდარული. ახლა ის დროა, როდესაც შემიძლია ხელები ვიფშვნიტო და ვიძახო, რომ აი, აი, თქვენთაც ხომ მოვიდა და თქვენც ხომ შარში ხართ. ეს არც ქრისტიანულია, არც ადამიანური, არც მოქალაქეობრივი და არ სახელმწიფოებრივი. თუ ყოველ ჯერზე არასოლიდარულები და შურის მაძიებლები ვიქნებით და თქვენ მხარდაჭერა არ გამოგიცხადეთ თავზე დაგვექცევა ქვეყანა. გუშინდელის გამო მე თითოეულ თქვენთაგანს გიცხადებთ სოლიდარობას, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებლები იყვნენ და არიან კიდეც. მით უმეტეს როცა დავინახე, რომ ერთი მხრივ ეს შეპყრობილი კაცი, რომელიც უცხო ქვეყნის დიდი ტერიტორიის გუბერნატორია, არის შეპყრობილი რევანშიზმით და სასაბარზნე ხორცად უნდიხართ თითოეული თქვენგანი და მეორე მხრივ ხელისუფლება. არც ისეთი მიამიტები და გოიმები ვართ, რომ დავიჯეროთ, რა თქმა უნდა ქიბარ ხალვაში 3 წლის თავზე იმიტომ გამოჩნდა, რომ  რუსთავი 2 ხელისუფლებას ჯიბეში ჩაუდოს. ხელისუფლება იგივე შეცდომას უშვებს, რასაც წინა ხელისუფლება სააკაშვილი უშვებდა. პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი პირდაპირ კანცელარიიდან იმართებოდა, მაგრამ ხომ არ უშველა, ხომ წააგო არჩევნები? სააკაშვილი თვითკრიტიკული, რომ ყოფილიყო და გაეანალიზებინა შეცდომები დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა. ქართულმა ოცნებამ ამაზე დასკვნა ვერ გამოიტანეს. ისინი ფიქრობენ, რომ რუსთავი 2 არის მთავარი პრობლემა. ეს რომ პოლიტიკური პროცესია ხომ ერთმნიშვნელოვანია. ეს რომ პოლიტიკური პროცესი არ ყოფილიყო და ურთმელიძეზე ზეწოლა არ ყოფილიყო, ხომ იქნებოდა თვითაცილება. ადამიანი, რომ იტყვის დედა ოჯახის წევრი არ არისო იმან რა გადაწვყეტილება უნდა მიიღოს ან როგორ უნდა ენდო,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge