png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2,3 მლრდ ბარელი ნავთობი გადაიზიდა

  • ეკონომიკა
  • 04.11.2015
  • 10:55
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2,3 მლრდ ბარელი ნავთობი გადაიზიდა

თურქულმა კომპანია Botas International Limited-მა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით გადაზიდული ნავთობის მოცულობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

როგორც Botas-ი იტყობინება, BTC-ის მეშვეობით მისი ექსპლუატაციაში გაშვების პერიოდიდან, ანუ 2006 წლის ივნისიდან 2015 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში, 2,3 მლრდ ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენის სრული სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან, 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში გადის. ნავთობსადენის დიამეტრი 42-46 დიუმია; აქვს 8 საქაჩი სადგური (2 აზერბაიჯანში, 2 საქართველოში და 4 თურქეთში).

მილსადენის მშენებლობა დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. BTC "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებას ახდენს.

პროექტის მფლობელია საერთაშორისო კონსორციუმი BTCCo, 11 პარტნიორის შემადგენლობით. პარტნიორების სახელით კი მილსადენის მართვა ბრიტანულ BP-ს აქვს დაკისრებული. BTCCo-ს საპროექტო დაფინანსებაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და EBRD-ი მონაწილეობდა.

კონსორციუმის პარტნიორებია: BP – 30,1%, AzBTC – 25%, Chevron-8,90%, Statoil – 8,71%, TPAO – 6,53%, ENI – 5%, Total – 5%, Itochu – 3,4%, INPEX – 2,5%, ConocoPhillips – 2,5%, Amerada Hess – 2,36%.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge