png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქიბარ ხალვაში: მე გამარჯვებული ვარ

  • სამართალი
  • 03.11.2015
  • 18:58
ქიბარ ხალვაში: მე გამარჯვებული ვარ

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა და რისთვისაც ბრძოლა 10 წელია არ შემიწყვიტავს. დღეს სასამართლოში დამარცხდა მიშა სააკაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის ტელეკომპანია რუსთავი2–ის პატრონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დასაწყისი.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება სამართლებრივი პროცესი შემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, მე გამარჯვებული ვარ, რამდენადაც არა დაშინებითა და ზეწოლით, არამედ ცივილიზებულად, სასამართლოს გზით, დავამტკიცე ჩემი სიმართლე და ჩემი განადგურების მოსურნე ოდესის გუბერნატორმა საკადრისი სამართლებრივი პასუხი მიიღო. ეს სასიამოვნოა, თუმცა, დღეს ეს უკვე აღარ არის მთავარი.

კარგად მესმის, რომ ჩემი სამართლებრივი ბრძოლა რუსთავი 2–ის დასაბრუნებლად ნაციონალური მოძრაობის და პირადად სააკაშვილის მიერ საყოველთაო აჟიოტაჟის საგნად არის ქცეული.

დღეს სულ სხვა რამ მაღელვებს.

ესაა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ მოყვნენ წლების მანძილზე სააკაშვილის მიერ დატერორებული ტელეკომპანიების ცრუ და პროპაგანდისტულ მექანიზმში.
რუსთავი 2–ის თანამშრომლებზე ვსაუბრობ.

მე მათ გუშინაც მივმართე და დღესაც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო:
მე მართლაც კარგად მესმის რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით დღემდე ტელეკომპანია რუსთავი2–ის მეპატრონის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. დღეს ეს ტერორი დასრულდა!
მე გარწმუნებთ და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ თქვენგან არცერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან.
საქართველოში მართლაც შეიძლება ხარისხიანი, სარედაქციო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების მქონე, კრიტიკული და ამავდროულად მომგებიანი ტელე–ბიზნესის კეთება და ერთად გავაკეთებთ ამას.
სიმართლე ერთია და ის ყოველთვის არა ძალადობის, არამედ თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფლების მხარესაა.
დღეს სიმართლემ იზეიმა და დიდი ბოროტება დამარცხდა. გილოცავთ!"," - წერს ხალვაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge