png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქადაგიძე: ლარმა წონასწორობის ახალი კორიდორი იპოვა და გაუფასურებას აღარ ველოდებით

  • ეკონომიკა
  • 23.09.2015
  • 09:28
ქადაგიძე: ლარმა წონასწორობის ახალი კორიდორი იპოვა და გაუფასურებას აღარ ველოდებით

"ლარმა წონასწორობის ახალი კორიდორი იპოვა და ჩვენ მის გაუფასურებას აღარ ველოდებით", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ქადაგიძემ განმარტა ის მოვლენები, რამაც ლარის გაუფასურებაზე იქონია ზეგავლენა. მისი თქმით, ლარის კურსის ვარდნა სავალუტო შემოდინებების შემცირებამ გამოიწვია.

"შარშან აგვისტოს თვიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად შემცირდა მთავარი სავალუტო შემოდინებები, ჯამურად ამ თანხამ შეადგინა თითქმის მილიარდი დოლარი, რაც მოგეხსენებათ, ქართული ეკონომიკისთვის უზარმაზარი თანხაა. შესაბამისად, ამან გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების განკარგვადი შემოსავალი შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა მათი ხარჯვა, მოხმარება, რამაც თავის მხრივ შეამცირა იმპორტი", - განაცხადა ქადაგიძემ.

ქადაგიძის თქმით, გაუფასურების პროცესში სავალუტო რეზერვების გამოყენება მცდარი გადაწყვეტილება იქნებოდა. მისი შეფასებით, ის მილიარდი დოლარი, რაც ქვეყანამ ბოლო ერთი წელია დაკარგა, უკვე ასახულია მიმდინარე კურსში და ამ პირობებში ლარი აღარ გაუფასურდება.

"გაუფასურების პროცესში რეზერვების გამოყენება იქნებოდა მცდარი გადაწყვეტილება, რადგან შეუძლებელია, სავალუტო შემოდინებები დააკომპენსირო სავალუტო რეზერვით. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერმა ქვეყნებმა. ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ლარის გამყარებას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი გრძელვადიან პერიოდში და დაუბრუნდეს თავის პირველად ნიშნულს, რა თქმა უნდა არის ის, რომ აღდგეს ეს შემოსავლები. ქვეყანამ ის დაკარგული მილიარდი დოლარი აღიდგინოს, იქნება ეს ექსპორტის, ინვესტიციების, ტურიზმის ზრდის და ა.შ.  

დღეს ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის სხვა საკითხი. დღეს საუბარი იმაზე მიდის, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება და ველოდებით თუ არა კიდევ ამ პროცესს. დღეს სიტუაცია არის განსხვავებული, ვიდრე იყო წინა თვეებში. იმდენად, რამდენადაც ეს დაკლებული მილიარდი დოლარი უკვე ასახულია ამ კურსში, შესაბამისად, შემცირებულია იმპორტი და რა თქმა უნდა, ამ პირობებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით", - განაცხადა ქადაგიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge