png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნოდარ ხადური ევროკავშირის საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმების პროექტის დირექტორს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 03.11.2015
  • 13:55
ნოდარ ხადური ევროკავშირის საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმების პროექტის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი თეიმურაზ ბერიძე, ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გაგუა და მაკროეკონომიკური კათედრის თანამშრომლები ევროკავშირის საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმების პროექტის დირექტორს, ნანა მჟავანაძეს და პროექტის უფროს ექსპერტს, ლიანა სხირტლაძეს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო მაკროეკონომიკური პროგნოზირების მიმართულებით უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებას და ამ მიმართულებით ევროკავშირის საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმების პროექტის მხრიდან შესაძლო მხარდაჭერას. კერძოდ,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე მაკროეკონომიკური ლაბორატორიის შექმნას.
მაკროეკონომიკურ ლაბორატორიაში მოხდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა, სადაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, ისე მკვლევარებსა და ექსპერტებს, წვდომა ექნებათ უახლეს ტექნოლოგიებთან, მეთოდურ და სასწავლო ლიტერატურასთან, კვლევებთან და გამოცემებთან, ლაბორატორიაში სტუდენტები ასევე შეძლებენ სასწავლო პრაქტიკის გავლას.

უნივერსიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არსებობს ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რათა ლაბორატორიამ შეძლოს წარმატებული ფუნქციონირება. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი დამოუკიდებელი ლაბორატორიის შექმნა, მიზნად ისახავს, ქვეყანაში გაუმჯობესდეს მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა, გაიზარდოს მისი სანდოობა, დაინერგოს ექსპერიმენტული ეკონომიქსის საფუძვლები და ამ მიმართულებით მოხდეს კვალიფიციური კადრების მომზადება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge