png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

Brain Drain - მსოფლიოში პოპულარული გართობის მოდელი უკვე საქართველოში

  • ეს საინტერესოა
  • 13.04.2017
  • 15:22
Brain Drain - მსოფლიოში პოპულარული გართობის მოდელი უკვე საქართველოში

საერთაშორისო კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain) ქართველ მომხმარებელს ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. კომპანიის მომსახურება გულისხმობს რეალითი ქვესტის სერვისს, რაც დასვენებისა დაგართობის სრულიად ახალი მიდგომაა. ამ ეტაპზე კომპანია 5 სხვადასხვა სათამაშო ქვესტ-ოთახით ფუნქციონირებს, რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის მასზე მორგებული, ინოვაციური და თანამედროვე აქტიური დასვენების შეთავაზებაა.

ახალი კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain) რეალითი ქვესთი- დასვენების, ახლებური გართობისა და თამაშის ადაპტირებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც ცნობილი ფორტ ბოიარდისა და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი ნაზავია. ბრეინ დრეინს (Brain Drain) 2,  5 და რიგ შემთხვევებში 7 ადამიანისგან შემდგარი გუნდი თამაშობს. რეალითი ქვესტი, როგორც გართობის ინოვაციური ფორმა სრულიად უცხოა თბილისელებისთვის. გართობის ახლებური მოდელი  ფაქტიურად რევოლუციური მიდგომაა ამ სფეროში. მოთამაშეები  ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა ფილმებისა დაისტორიული მოვლენების მთავარი გმირები ხდებიან.  ისინი ხსნიან თავსატეხებს, იმარჯვებენ სხვადასხვა დაბრკოლებებზე და თავად განიცდიან მათთვის ჯერ კიდევ უცნაურ ემოციებს.

გართობის ეს ფორმა ბოლო წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. ფსიქოლოგების აზრით რეალითი ქვესტი გადატვირთული რეჟიმით მცხოვრებიმოზარდების, ახალგაზრდების და ზრდასრული ადამიანიბისთვის განტვირთვის იდეალური ფორმაა. მოთამაშეს საშუალება ეძლევა არა მარტო ოჯახით, მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად აღმოჩნდეს  მათთვის აქამდე უჩვეულო სიტუაციაში და თამაშით დაძლიოს სხვადასხვა გამოწვევები, არამედ მოახდინოს გონების ერთგვარი განტვირთვა. ყოველივე ეს კი მოთამაშესსაშუალებას აძლევს სრულიად ახალი ძალებით ჩაერთოს ცხოვრების რიტმში, გამოსცადოს დასვენების ახლებური მიდგომა და  კომფორტულ და აზარტულ გარემოში გამოავლინოსმისთვის საჭირო უნარები.

მსოფლიოშიპოპულარული თამაშების „რეალითი ქვესტის“ერთჯერადი თამაშიც კი საქმიან ადამიანებს ეხმარება დაძლიონ ყოველდღიური დაძაბულობა და სტრესული სიტუაციები; ეხმარება ახალგაზრდებსა და სტუდენტებს წინა საგამოცდო პერიოდში, ასევე კონცენტრაციაში, ხელს უწყობს მახსოვრობის კიდევ უფრო განვითარებას; საუკეთესო ანტისტრესული საშუალებაა ოჯახურ ურთიერთობებში და რაც მთავარია ორგანიზაციებისთვის„თიმ ბილდინგის“ და მეგობრებთან ერთად გართობის იდეალური კომბინაციაა.

კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain) ბაზარზე ამ ეტაპზე 5 ახალი სათამაშო ოთახით ემსახურება მომხარებლებს, ასაკობრივი კატეგორიაა 12-დან 55 წლამდე.ქვესტების გარდა, კომპანია ქართველ მომხამრებელს წვეულებების დაგეგმვასაც სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ბაზრისთვის სიახლეა, კომპანიის სერვისი უკვე აქტუალური გახდა ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას განტვირთვისა და გართობის პოპულარულ მოდელსირჩევენ. კომპანია კი სულ მალე ისეთი მომსახურების დამატებასაც გეგმავს, რომლის თამაშიც მხოლოდ საქართველოში იქნება შესაძლებელი. ამით ბრეინ დრეინი (Brain Drain) არა მხოლოდ თბილისელების ახლებური გართობის ნოვატორი იქნება,არამედ ხელს შეუწყობს „ქვესტების“ მოყვარულ ტურისტთა მოზიდვასაც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge