png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტია - დიმიტრი ქუმსიშვილი

  • ეკონომიკა
  • 13.04.2017
  • 15:00
სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტია - დიმიტრი ქუმსიშვილი

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების და საერთაშორისო საფინანსო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის გარანტი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას შეეხებოდა.

2017 წლის 12 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის მხარდასაჭერად საქართველოს 210.4 მილიონი SDR-ი (დაახლოებით 285.3 მილიონი აშშ დოლარი) დაუმტკიცა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავალუტო ფონდთან პროგრამის არსებობს შემთხვევაში, „ყველა სხვა საფინანსო ორგანიზაცია არის კომფორტულად, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური გარემო, მათ შორის, ფისკალური და მონეტარული მდგომარეობა არის კარგი“. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, სავალუტო ფონდისგან მისაღები 285 მლნ აშშ დოლარი საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალუტო რეზერვების გაზრდას მოხმარდება.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სავალუტო ფონდთან პროგრამის დაწყება ნიშნავს იმას, რომ „ჩვენი სივრცითი განვითარება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, განხორციელდება სრული მასშტაბით და ჩვენ, პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი მოლაპარაკებები დაფინანსებაზე, წარმატებით დაგვისრულდება; ეს ნიშნავს იმას, რომ განათლების რეფორმა იქნება წარმატებული და გვექნება, როგორც ტექნიკური დახმარება, ისე შესაბამისი დაფინანსებაც; ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება უფრო ეფექტური მმართველობა და ბევრი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც იქნება ეკონომიკური ზრდისკენ და განვითარებისკენ მიმართული“.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს და ფონდის მუდმივი წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეშოს წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება 2017 წლის წარმატებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის, მშპ-ს საპროგნოზოზე მაღალ ზრდასა და ექსპორტის 30-პროცენტიან მატებაზე, რომელიც წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდილ საგადასახადო შემოსავლებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგად მუშაობს, ხოლო საგადასახადო ადმინისტრირება თავის სიმაღლეზეა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
  • 16:05
პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
სუროგაცია სრულად იკრძალება.  საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია -  ირაკლი კირცხალია
  • 14:57
სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია - ირაკლი კირცხალია
ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს - მარკ რუტე
  • 10:56
ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს - მარკ რუტე
მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:52
მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
  • 10:47
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge