png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქუმსიშვილი: საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი

  • ეკონომიკა
  • 05.04.2017
  • 10:50
ქუმსიშვილი: საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი

„საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კონფერენცია რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი.

„პირველ რიგში, ესაა საქართველოს ცნობადობის ამაღლება. კონფერენციას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება და ძირითადად, კონცენტრირებულია იმ საზოგადოებაზე, რომელიც სამთო ტურიზმის კულტურის განვითარებაზე მუშაობს. შესაბამისად, მათთან ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციას ესწრება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი და მისი სტუმრობა კიდევ უფრო მეტ წონას მატებს ამ ღონისძიებას. თქვენ იცით, რომ სივრცითი განვითარების კუთხით, სამთო კურორტების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სახელმწიფო არა ერთი ათეული მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს ამ მიმართულებით. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს დებს კერძო სექტორი.  ამ გამოცდილების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სამთო კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი,  12 თვის შემოსავლების მქონე კურორტები. სწორედ ესაა დღევანდელი  კონფერენციის ძირითადი თემატიკა. ასევე, განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხები, რომლებიც ტურისტულ სექტორში შემოსავლების, დასაქმების  და შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდისკენ არის მიმართული“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.    

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო 4-7 აპრილის ჩათვლით მასპინძლობს.

მასშტაბურ ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს.  

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge