png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ზამთრის სეზონზე საქართველოს აეროპორტებიდან კვირაში 208 რეისი განხორციელდება

  • ეკონომიკა
  • 02.11.2015
  • 17:07
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო:  ზამთრის სეზონზე საქართველოს აეროპორტებიდან კვირაში 208 რეისი განხორციელდება

მარტის ბოლომდე საქართველოს აეროპორტებიდან კვირაში 208 რეისი განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის სეზონის დროს საქართველოს აეროპორტებიდან, კვირის განმავლობაში, 208 რეისი განხორციელდება (იმ შემთხვევაში თუ არ გაუქმდა რეისები და შესრულდება ყველა დამტკიცებული ფრენა).

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ზამთრის სეზონზე დაგეგმილი ფრენების დიდი ნაწილი - 84.2%-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაგეგმილი ფრენების 9.5%-ი განხორციელდება, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წილი მხოლოდ 6,3 %-ი იქნება.

რაც შეეხება მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს,  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის განმავლობაში ფრენები ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ფრენისათვის ხელსაყრელი ამინდი, ამიტომ სააგენტოში ზამთრის სეზონისთვის ფრენების სიხშირის პროგნოზირება უჭირთ.

სამოქალაქო ავიაციის საანეგტოში განმარტავენ, რომ ზამთრის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება: ათენი, ალმაატა, ამსტერდამი, აქტაუ, ბათუმი, ბაღდადი, ბაქო, დოჰა, დუბაი, ერბილი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელავივი, კიევი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, რიგა, სალონიკი, სანკტ-პეტერბურგი, სტამბული, ოდესა, ურუმჩი, შარმ ელ შეიხი, შარჟა, ქუთაისი, ჰურგადა.

ბათუმიდან ფრენები განხორციელდება თბილისის, თელავივის, კიევის, მინსკის, მოსკოვისა და სტამბულის მიმართულებით.

ხოლო რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორის აეროპორტს, ფრენები ბუდაპეშტის, ვარშავას, ვილნიუსის, თბილისის, კიევის, მოსკოვისა და სტამბულის მიმართულებით იგეგმება.

უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, ზამთრის სეზონზე საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას მოახდენენ ავიაკომპანიები: Georgian Airways-ი, Aegean Airlines-ი, Air Astana-ი, Scat-ი, Fly Baghdad-ი, Azerbaijan Airlines-ი, Qatar Airways-ი, FlyDubai, LOT-ი, ATA Airlines-ი, Ukraine International Airlines-ი, YAN AIR-ი, Belavia, Lufthansa, Aeroflot-ი, S7 Airlines-ი, Air Baltic-ი, ELLINAIR-ი, Ural Airlines-ი, Turkish Airlines-ი, Pegasus-ი, Atlasglobal-ი, China Southern Airlines-ი, Air Cairo, Air Arabia და Wizz Air Hungary.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სეზონი ოქტომბრის ბოლო კვირიდან მარტის ბოლო შაბათამდე პერიოდს მოიცავს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge