png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

GEM Fest-ის მესამე სეზონი უპრეცედენტოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს

  • კულტურა
  • 30.03.2017
  • 16:51
GEM Fest-ის მესამე სეზონი უპრეცედენტოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს

დღეს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში GEM Fest-ის დამფუძნებლმა, გიორგი სიგუამ პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და Check in Georgia-ს კოორდინატორი ქეთი ბოჭორიშვილი დაესწრო და აუდიტორიას მიმართა.

დღეს, ცნობილი გახდა, line up-ის საბოლოო შემადგენლობა,რაც თავისი მასშტაბით, მსოფლიო დონის მუსიკალური ფესტივალების რანგისაა. GEM Fest-ის მესამე სეზონი უპრეცედენტოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს და ანაკლიაში ერთი თვის განმავლობაში,14 ივლისიდან 14 აგვისტომდე 8 სცენაზე 500 არტისტი დაუკრავს, ხოლო ფესტივალის ფარგლებში 1300-მდე ივენთი მოეწყობა.

GEM Fest-ზე მსოფლიოს #1 დიჯეი მარტინ გარიქსი დაუკრავს და მხოლოდ ერთი დღით, 3 აპრილს(ორშაბათს) მარტინ გარიქსის ივენთზე დასასწრები ბილეთი უპრეცედენტოდ დაბალ ფასად - 25 ლარად გაიყიდება.

GEM Fest-ზე წელს, 1 თვის განმავლობაში, მარტინ გარიქსის სტივ აოკი, პოლ კალკბრენერი, სოლომუნი, აქსელინგროსო და სხვა მსოფლიო მასშტაბის არტისტები დაუკრავენ და სოფელ განმუხურში დაგეგმილი ფესტივალი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ფესტივალების რანგის იქნება.

line up-ის მასშტაბურობიდან გამომდინარე, GEM Fest-ის ოფიციალური პარტნიორი BBC გახდა. სწორედ საერთაშორისო მედიის აქტიური ჩართულობითა და სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგად,ფესტივალზე 2017 წელს ორგანიზატორები ათიათასობით უცხოელ ტურისტს ელიან, რომლებიც სამეგრელოში ათეულობით მილიონ დოლარს დახარჯავენ.

პრესკონფერენციაზე დღეს ასევე გაჟღერდა, რომ GEM Fest გინესის რეკორდების წიგნში შევა,როგორც ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. ის გინესის რეკორდების წიგნში, ასევე ჩაიწერება, როგორც ყველაზე მეტი არტისტის და ყველაზე მეტი “ივენთის”/ღონისძიების მქონე ფესტივალი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge