png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია

  • ეკონომიკა
  • 02.11.2015
  • 14:44
 გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია

2-4 ნოემბერს, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც არიან თურქმენეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, ცენტრალური ბანკის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები. ვიზიტი თურქმენეთში ეუთო-ს ოფისის ორგანიზებით მოეწყო და მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ თურქმენი კოლეგებისთვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.

კორუფციის წინააღმდეგ საქართველოში გატარებული რეფორმების გაცნობის მიზნით შეხვედრები გაიმართება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ეწვევიან თბილისის იუსტიციის სახლს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომლის ძირითად მიზანს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა წარმოადგენს, აქტიურად თანამშრომლობს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირებთან, მათ საზედამხედველო ორგანოებსა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიურ სამსახურებთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge