png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: გალარების პროგრამის ფარგლებში 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა

  • ეკონომიკა
  • 17.03.2017
  • 12:56
დიმიტრი ქუმსიშვილი: გალარების პროგრამის ფარგლებში 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გალარების ერთჯერადი პროგრამის საბოლოო მონაცემები ჯერ დასაზუსტებელია, თუმცა პროგრამის ფარგლებში გალარდა 60 მლნ დოლარის მოცულობის პორტფელი.

„როგორც აღინიშნა, ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად ძალიან მოვინდომეთ და ყველაფერი გავაკეთეთ პროგრამის ამოქმედებისთვის. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც გალარების პროგრამაში მიიღო  მონაწილეობა. 4500 ოჯახი, რომელიც შემდგომში დაზღვეულია სავალუტო კურსის რყევებისგან ნიშნავს, რომ გალარების პროგრამას კარგი შედეგი აქვს. გალარების პროცესს, ასევე, მიეხმარება ჩვენ მიერ 2016 წლის ბოლოს გადადგმული ნაბიჯები და ის ცვლილებები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში. ეს ეხება 100 ათას ლარამდე სესხების გაცემის ნაწილს. თქვენ იცით, რომ ასეთი სესხები მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ლარში გაიცემა. შესაბამისად, რადგანაც ჩვენი საკრედიტო პორტფელის საშუალოვადიანობა 2,5 წელიწადია, ეს სესხები, პრაქტიკულად, ხელახლა გაიცემა. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, იმ კატეგორიის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებზედაც განსაკუთრებით საჭიროა ყურადღების მიქცევა, 100 ათას ლარამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთლიანად ლარში იქნება გაცემული," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge