png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოში მაუწყებლობას საერთაშორისო მუსიკალური რადიოსადგური NRJ იწყებს

  • ეს საინტერესოა
  • 15.03.2017
  • 13:35
საქართველოში მაუწყებლობას საერთაშორისო მუსიკალური რადიოსადგური NRJ იწყებს

დღეს საქართველოში მაუწყებლობა საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ–მ დაიწყო. NRJ-ის მოსმენა შესაძლებელი იქნება ტალღაზე FM 104.7 თბილისში, თბილისის შემოგარენსა და გუდაურში.

NRJ-ის პრეს–ლანჩი თბილისის სტუდია დოლიძის ქუჩა #2-ში „რადიო კაფეში“ გაიმართა და დღეიდან  სწორედ აქედან სტუმრებს საშუალება ექნებათ გამჭვირვალე სტუდიაში თვალი ადევნონ პირდაპირ ეთერს და დაესწრონ რადიო შოუებს მაყურებლის რანგში, ერთ სივრცეში, სადაც განთავსებულია რადიო და კაფე.

რადიო NRJ-ის მსმენელთა აუდიტორია ყოველდღიურად 14 მილიონს შეადგენს და მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლიბანი, მაროკო და ახლა უკვე – საქართველო! რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე თეა დარჩიაა, რომელიც ასევე წაიყვანს საავტორო გადაცემას ღამის ეთერში.

“მოლაპარაკებები ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა NRJ-ის ცენტრალურ ოფისთან, რომელიც პარიზში მდებარეობს. ისეთი დიდი ბაზრების შემდეგ, როგორიცაა საფრანგეთი, დასავლეთ ევროპის ქვეყნები და რუსეთი, მათთვის საქართველოში შემოსვლა თავდაპირველად არ იყო მიმზიდველი, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში დავარწმუნეთ, რომ საქართველოს ბაზარი, მიუხედავად სიმცირისა, მზარდია და საინტერესო. საბოლოოდ, ხელი მოვაწერეთ ექსკლუზიურ სალიცენზიო ხელშეკრულებას ხუთწლიანი ვადით. დარწმუნებული ვარ, ისეთი სერიოზული საერთაშორისო ბრენდის საქართველოში შემოსვლით, როგორიცაა რადიო NRJ, საქართველოს რადიო ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ევროპული სტანდარტის რადიოს მაუწყებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში რადიო ბიზნესის განვითარებას. რადიო NRJ ეფექტური პლატფორმა იქნება როგორც ქართული, ისე მსოფლიო ბრენდების რეკლამირებისთვის. ტრადიციული რადიო მაუწყებლობის გარდა რადიო NRJ მსმენელს შეთავაზებს უპრეცენდენტოდ აქტიურ მხარდაჭერას სოციალურ მედიაში. განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება ვიდეო ქონთენთი“, - განაცხადა რადიო NRJ საქართველოს დამფუძნებელმა გიორგი შარაშიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge