png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 31.10.2015
  • 18:03
ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი, თუმცა დროებითი მეპატრონის სააკაშვილის ახალინიციატივას გავეცანი. საუბარია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე. ეს ნაბიჯი სუსტი, თუმცა მაინც ერთგვარი მანევრია სააკაშვილი-ბოკერიას მხრიდან,რომლებიც გადატრიალებაში მხილების შემდეგ, ისევ ცდილობენ „რუსთავი 2“-ის საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ დატოვებას.

სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო და სარედაქციო  პოლიტიკაში საზოგადოების მაღალი ჩართულობის ჩემს იდეას (რომელიც არაერთხელ გავახმაურე ინტერვიუებსა თუ მიმართვებში), მისი ასეთი შინაარსით წარმოჩენით, პროფანაცი აგაუკეთეს და საბჭოს წევრებად, ახლო წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წევრები და მხარდამჭერები წარმოუდგინეს საზოგადოებას.

არაუშავს. „რუსთავი 2“-ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო მას შემდეგ, თუ ჩემი სამართლებრივი დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად წარმატებით დასრულდება.  საბჭო იქნება ქმედითი და უნარიანი და არა უბრალო შირმა, როგორც სააკაშვილის ახალი ინიციატივის შინაარსში იკითხება.

საბჭოს წევრი ორგანიზაციები თუ პერსონები იქნებიან სუბიექტები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ეჭვის ნატამალიც კი არ დარჩება, რომ მათ, შესაძლოა, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის  მიმართ სიმპათიები გააჩნიათ. არაფერს ვლაპარაკობ „ნაციონალური მოძრაობის“, რეალურად სიტყვის თავისუფლების დასაკუთრების უფლების მტერი პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიების მქონე პერსონებისთუ ორგანიზაციების წევრობაზე.

როგორ შეიძლება, სააკაშვილის მიერ დაკომპლექტებული „რუსთავი 2“-ისსაზოგადოებრივი საბჭო იყოს მართლაც საზოგადოებრივი, ანუ მიუკერძოებელი თავისიარსით, როცა მის წევრებად სააკაშვილი უმეტესწილად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგნაციონალების სპეციალური დავალებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებისხელმძღვანელებს ნიშნავს?!

როგორ შეიძლება, ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ძალადობრივ რეჟიმსემსახურებოდნენ, ახდენდენ მისი ნამოქმედარის გათეთრებასა და გამართლებას, ხელს აფარებდნენ და თავად მონაწილეობდნენ სისტემურ დანაშაულში, დღეს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაიცვან, სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დადგნენ?! სწორედ ასეთია უმეტესობა სააკაშვილის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, – „რუსთავი 2“-ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება ყველა პოლიტიკური ძალისგან, პირველ რიგში კი,„ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებული პირებისგან. იმ პირებისგან, ვინც არ ფინანსდებოდა „ნაციონალური მოძრაობისგან” წლების განმავლობაში.

ეს არის მთავარი, როცა „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივ საბჭოზეა საუბარი.

 სავალალოა, რომ კარგ იდეას, რომელიც არაერთხელ გავახმაურე „რუსთავი 2“-ის მომავალთან დაკავშირებით, სააკაშვილმა უბადრუკი ნაბიჯით უპასუხა – ბარიკადებზე სისხლს მოწყურებული და ქართველების ცხვირ-პირის დანაყვით აღგზნებული „ბოევიკები“, ნაცების რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ყოფილი მოხელეების არასამთავრობოებით ჩაანაცვლა.

 P.S. მაგ საბჭოს კიდევ 2 არასამთარობო ორგანიზაცია აკლია: კეზერაშვილის „ოპერის მოყვარულთა საზოგადოება” და ადეიშვილის „საკუთრების ახევის ასოციაცია“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge