png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საბურთალოს „ვენდი“ „წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში წიგნების ყველაზე მხიარულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

  • საზოგადოება
  • 31.10.2015
  • 12:50
საბურთალოს „ვენდი“ „წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში წიგნების ყველაზე მხიარულ საქველმოქმედო  გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

31 ოქტომბრიდან და 1 ნოემბრამდე, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე საბურთალოს „ვენდი“ „წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში წიგნების ყველაზე მხიარულ საქველმოქმედო  გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. „ვენდის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ 20%-იდან 90%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ წიგნები ყველაზე წარმატებული გამომცემლობებისგან, გააჩუქონ ისინი სურვილისამებრ მათთვის, ვისთვისაც წიგნები ხელმიუწვდომელია და მხიარულად გაატარონ შაბათი-კვირა „ვენდის“, „ბაკურ სულაკაურის“, „პალიტრა L-ის“, „დიოგენეს“ კორპორაციულ გმირებთან, ილუსტრატორებთან და ანიმატორებთან ერთად.

„წიგნი ყველა სოფელს“ - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ ინიციატივით  ხორციელდება.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“-ის, და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ფშავ-ხევსურეთის, და იმერეთის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი თბილისის მასშტაბით. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“, და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

პროექტი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და ზემოთ ჩამოთვლილ, პარტნიორ ორგანიზაციებს აერთიანებს უკვე ორი წელია მიმდინარეობს. რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ (სპეციალური ავტობუსი) ზრუნავს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში ჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც აძლევს საშუალებას გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში.

„წიგნი ყველა სოფელს“ გრძელვადიანი პროექტია და მაღალმთიანი სოფლების მწირი სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის გამდიდრებას ისახავს მიზნად. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკებსაც მოამარაგებს და მომავალშიც გაგრძელდება. პროექტსი ფარგლებში უკვე 100-მდე რეგიონალური ბიბლიოთეკის მომარაგება მოხერხდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge