png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მაიკლ ფრომანს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 31.10.2015
  • 11:45
გიორგი კვირიკაშვილი  აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მაიკლ ფრომანს შეხვდა

 ვაშინგტონში,  საქართველოს ვიცე პრემიერმა,  საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა  ორმხრივი შეხვედრა გამართა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელთან მაიკლ ფრომანთან. მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხებზე, კერძოდ, ორმხრივი ვაჭრობისა  და ინვესტიციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე იმსჯელეს და ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის (HLTD) მონაწილეებს აღნიშნული ძალისხმევის მხარდასაჭერად მიმართეს, რაც ორმხრივი ვაჭრობისა  და ინვესტიციების წახალისების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობების შესწავლას გულისხმობს. ელჩმა ფრომანმა და ვიცე-პრემიერმა  კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს შორის შეთანხმებული განცხადებები გააჟღერეს, კერძოდ,   ,,საერთაშორისო ინვესტიციების პრინციპებისა“ და ასევე ,,საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  სფეროში ვაჭრობის პრინციპების” შესახებ.

საერთაშორისო ინვესტიციების პრინციპების შესახებ განცხადება წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს ვალდებულებას შექმნან და შეინარჩუნონ ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც შესაძლებელს გახდის და წაახალისებს საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებას, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარ ინვესტიციებს ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის  მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.   აღნიშნული პრინციპები  ითვალისწინებს ღია და არა-დისკრიმინაციული საინვესტიციო რეჟიმის ჩამოყალიბებას, უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე დაცვას, კანონებისა და რეგულაციების  შემუშავების პროცესის გამჭვირვალობასა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას, და კეთილსინდისიერი კონკურენციული საინვესტიციო გარემოს შექმნას.  

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ვაჭრობის პრინციპების   (ICT) მიხედვით, აშშ და საქართველო კისრულობენ ვალდებულებებს იმ სექტორში, რომელსაც გლობალურ ეკონომიკაზე ტრანსფორმაციული გავლენა გააჩნია. ICT-ის პრინციპების აღიარება ხელს შეუწყობს ICT-ის სერვისების გლობალურ განვითარებას, ინტერნეტისა და სხვა ქსელური აპლიკაციების ჩათლით, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება  ინოვაციური ელექტრონული კომერციის განვითარების კუთხით. აღნიშნული პრინციპები ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა ინფორმაციის ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლა, მომსახურების ტრანს-სასაზღვრო მიწოდების ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციები ICT-ის სექტორში.

ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის (HLTD) მეორე შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობდნენ, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწე დენიელ მალინი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე  მიხეილ ჯანელიძე. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აშშ-სა და საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და მიმდინარე საკანონმდებლო  ცვლილებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობისთვის შექმნილი ტექნიკური ბარიერები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეებმა ასევე განიხილეს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხები, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ დისკუსიას ტექნიკურ ექსპერტთა დონეზე და გააგრძელებენ მუშაობას ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.  

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge