png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თიბისი ბანკი მსოფლიო დაზოგვის დღეს შეუერთდა

  • ეკონომიკა
  • 30.10.2015
  • 18:00
თიბისი ბანკი მსოფლიო დაზოგვის დღეს შეუერთდა

თიბისი ბანკი უკვე მეოთხედ მსოფლიო დაზოგვის დღის აქტიური მხარდამჭერია. დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მიზანს დაზოგვის კულტურის წახალისება წარმოადგენს, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში გაიმართა .

მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით,  თიბისი ბანკმა სოციალურ ქსელში გამოცხადებული   კონკურსის, „ჩემი ყულაბა“ 2 რჩეული გამოავლინა  და მათ საბავშვო ანაბრები გაუხსნა.  კონკურსის ფარგლებში 139 მონაწილიდან, რომლებმაც სოციალურ ქსელში საკუთარი ნახატები, სახელწოდებით „ოცნების ყულაბა“ გააგზავნეს და ფულის დაზოგვის  მიზანი დაასახელეს, სულ 11 გამარჯვებული გამოვლინდა. საბავშვო ანაბრებთან ერთად, 14 წლამდე ასაკის მოზარდები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებისთვის დამზადდა მათ მიერ დახატული ოცნების ყულაბებიც.

მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდიც, www.grovia.com.ge ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება  როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე საბანკო პროდუქტებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ.

მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება და ის მიზნად ისახავს მოსახლეობასა და კომერციულ ბანკებს შორის არსებული ბარიერის გადალახვას და ფინანსური სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას. ეს დღე მოსახლეობას აწვდის იდეასაც, რომ ფული ბანკებში დაზოგონ.

მსოფლიო დაზოგვის დღე  მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ დაარსდა და მას ბევრ ქვეყანაში 1925 წლიდან აღნიშნავენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge