png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შსს-მ ქობულეთში მომხდარი ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა

  • სამართალი
  • 30.10.2015
  • 14:18
შსს-მ ქობულეთში მომხდარი ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გოგიტა გ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. და 1988 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბესიკ მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ამა წლის 26 ოქტომბერს ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში გაზგასამართი სადგურის ოპერატორებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 400 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა 27 ოქტომბერს ქობულეთში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 11 ათასი ლარი, 3 ათასი თურქული ლირა და 1531 დოლარი გასტაცეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში თბილისსა და ქობულეთში დააკავეს. დაკავებისას ბესიკ მ-მ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 2 პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნები, 1 მჭიდი, ცივი იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2და მე-3 ნაწილებით).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge