png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქართული კომპანია „ზეარის“ მსოფლიოს ინოვაციური სასმელების კონკურსის ფინალისტია

  • ეკონომიკა
  • 30.10.2015
  • 12:35
 ქართული კომპანია „ზეარის“ მსოფლიოს ინოვაციური სასმელების კონკურსის ფინალისტია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ქართული კომპანიები მსოფლიოს ინოვაციური სასმელების კონკურსზე (World Beverage Innovation Awards 2015 ) წარდგენენ და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწიეს.

საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 360 ნომინანტი 26 კატეგორიაში ინოვაციური სასმელის სხვადასხვა ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა. მიუხედავად პირველად მონაწილეობისა, კონკურსი შედეგიანი აღმოჩნდა ქართული კომპანია „ზეარისათვის“, რომელიც საკუთარი ჭაჭის ხელნაკეთი და ნატიფი ჭურჭლით „საუკეთესო შეფუთვის“ ნომინაციაში სამ ფინალისტს შორის მოხვდა.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი და დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიაში, ქალაქ ნიუნრბერგში 11 ნოემბერს გაიმართება, სადაც ოფიციალური მოწვევით კომპანია „ზეარისის“ წარმომადგენლები გაემგზავრებიან და საბოლოო შედეგებს დაელოდებიან, თუმცა, ცხადია, პირველივე ჯერზე ღირსეული კონკურენტების ფონზე მსგავსი წარმატება საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა და ხელს უწყობს ქართული პროდუქციის საზღვრებს მიღმა პოპულარიზაციას, ქართული წარმოებით უცხოელი ინვესტორებისა თუ საერთაშორისო მყიდველების დაინტერესებას.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ძალისხმევით წელს პირველად გახდა შესაძლებელი მსოფლიოს ინოვაციური სასმელების კონკურსში ქართული მხარის ჩართვა, სადაც რამდენიმე ტიპის ნომინაციაში საქართველო ხუთი კომპანიით წარსდგა, კერძოდ საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ნომინაციაში კომპანიამ "Bioproduct“, საუკეთესო გაზიანი სასმელის ნომინაციაში კომპანიამ „ხილიანი“, საუკეთესო წვენის ნომინაციაში კომპანიამ „კამპა“, ხოლო საუკეთესო შეფუთვის დიზაინის ნომინაციაში კომპანიებმა „ზეარის“ და „წყალი მარგებელი“ მსოფლიოს მასშტაბით წამყვან კომპანიებს გაუწიეს კონკურენცია.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო სხვადასხვა მექანიზმებით, საერთაშორისო გამოფენებსა თუ კონკურსებში მონაწილეობით მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ეროვნული პროდუქციის უცხოური აუდიტორიისთვის გაცნობას და შექმნას სათანადო პლატფორმა ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენის, სამომავლო კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge