png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

2014 წელს საქართველოში 57 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა

  • ეკონომიკა
  • 28.10.2015
  • 12:40
2014 წელს საქართველოში 57 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში 57 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (28,1%) და კახეთში (24,6%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 14,0% მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 12,3% - ქ. თბილისში, 8,8% - ქვემო ქართლში, 8,8% - იმერეთში, ხოლო დარჩენილი 3,6% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

2014 წლის განმავლობაში სამაცივრეებში მომსახურება გაეწია 1052 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია 247 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 776 კაცი შეადგინა.

2014 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 164.0 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 66.8 %-ს წარმოადგენდა პირუტყვის ხორცი, 12,6% მოდიოდა თევზზე, 11,4% - ქათმის ხორცზე/ქათმის ბარკალზე, 3,9% - კარაქზე, 3,2% - ბანანზე, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2014 წლის განმავლობაში შესყიდულია 6,5 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, მან 4,8 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 2,9 მლნ ლარი.

2014 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 13,2 მლნ ლარის ღირებულების (36,5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში უდიდესი ნაწილი (70,6%) იყო იმპორტირებული. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის 99% ბანანის სახით იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ჭარბობდა ვაშლი (რომელზეც მოდიოდა სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 95%), ხოლო ღირებულების მიხედვით ნაყინი (48%) და ატამი (34%).

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 27,8% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული (ძირითადად ბანანი და ვაშლი).

სამაცივრე მეურნეობების 49,0% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ნაწილობრივ, 33,3%   სრულად, ხოლო 17,6% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების მხოლოდ 52,7%. აქედან უმრავლესობას (69,0%) სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 20,7%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 10,3%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის;

სამაცივრე მეურნეობების 26,4% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა ახდენს. 20,8% მნიშვნელოვან ფაქტორად მოწყობილობის და ტექნოლოგიის უქონლობას ასახელებს, 15,1%-ის აზრით კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს კომუნალური გადასახადების სიდიდე, 11,3% -ამის მთავარ მიზეზად ფინანსურ რესურსებზე სუსტ ხელმისაწვდომობას მიიჩნევს, 9,4% - სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს, 5,7% - სუსტ კავშირს მწარმოებლებთან, 3,8%- თანამშრომელთა კვალიფიკაციას, ხოლო დარჩენილი 7,5% - სხვა მიზეზებს ასახელებს.

          

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge