png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის ტექნოლოგიურ პარკში თიზ-ის შექმნაზე კომპანია „ჯორჯია თექნოლოჯი პარკ“-ი იზრუნებს

  • ეკონომიკა
  • 28.10.2015
  • 11:36
თბილისის ტექნოლოგიურ პარკში თიზ-ის შექმნაზე კომპანია „ჯორჯია თექნოლოჯი პარკ“-ი იზრუნებს

თბილისის ტექნოლოგიურ პარკში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნაზე კომპანია „ჯორჯია თექნოლოჯი პარკ“-ი იზრუნებს. მთავრობის №549 დადგენილებიდან ირკვევა, რომ თბილისში, 17 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (გლდანის რაიონი, სამრეწველო ზონაში ყოფილი „ტარზის“ ტერიტორია) თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზ-ი ფუნქციონირებას 2015 წლის 30 ნოემბრიდან დაიწყებს და 49 წლის ვადით იმუშავებს.

მთავრობის დადგენილებიდან ირკვევა, რომ თიზ-ის ადმინისტრატორი ვალდებულია, 2016 წლის პირველ თებერვლამდე შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გა­ნა­შენიანების რეგულირების გეგმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ტექნოლოგიურ პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქვეყნის მასშტაბით, ფოთისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემდეგ, რიგით მესამე თიზ-ი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში მთავრობამ „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, გლდანის რაიონში, სამრეწველო ზონაში, ყოფილი „ტარზის“ ტერიტორიაზე მდებარე 185 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული დანგრეული შენობა-ნაგებობები გადასცა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იყო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 8 თვის ვადაში, აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე მონაცემთა დამუშავების ცენტრი შეექმნაა. (მათ შორის, მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება), რისთვისაც „ჯორჯია თექნოლოჯი პარკმა” 11 მლნ 110 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობა დადო.

აღსანიშნავია, რომ შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკის” 100 %-იანი წილის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ბითფური ჰოლდინგ ბი ვი“-ა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge