png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დაბა ურეკის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 22.09.2015
  • 16:13
დაბა ურეკის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით დაბა ურეკისა და შეკვეთილის განვითარების გენერალურ გეგმაზე, მუშაობა დაიწყო. დაბა ურეკის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოაგილემ კახა ფოცხიშვილმა და შემსრულებელი კომპანიის - „არტ სტუდიოს“ არქიტექტორმა გიორგი სულაბერიძემ წარმოადგინეს.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, დაბა ურეკის განაშენიანების გენერალური გეგმაზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ფოცხიშვილი განმარტავს, გეგმარებითი დავალების შემუშავებაში დამკვეთთან და სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს. საკრებულომ დოკუმენტი გამგეობასთან ერთად განიხილა. პროექტი მოწონებულია ტურიზმის ეროვნული დეპატრამენტის მიერ.

„ეს არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელშიც გააზრებულია წინასაპროექტო ეტაპზე მოძიებული და შემუშავებული ინფორმაცია. წარმოდგენილია ზოგადი ზონირება ტურისტულ - სარეკრეაციო კომპლექსის სამომავლო განვითარების შესახებ. განხილვა გრძელდება და საჯარო ფორმითაც ჩატარდება. ურეკის განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე ბიზნესმენები, დაინტერესებული მსხვილი ინვესტორები, მესაკუთრეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“ - აღნიშნა კახა ფოცხიშვილმა.

„ამინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. გეგმის განხორციელების შემდეგ ურეკი გაცილებით უფრო მიმზიდველი და კომფორტული კურორტი გახდება. უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა სამთო კურორტის - გომისმთის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე“_ აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

ურეკი-შეკვეთილის ტურისტული სარეკრიაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შ.პ.ს. „არტ სტუდიოს“ მიერ შემუშავდა და ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველი და მეორე ეტაპთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შესაბამისი ნორმატიული აქტები უკვე მიიღო, ხოლო მესამე ეტაპს უახლოეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge