png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის განვითარების კონცეფციაზე იმსჯელეს

  • საზოგადოება
  • 27.10.2015
  • 17:39
საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის განვითარების კონცეფციაზე იმსჯელეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, რაიონში საცხოვრებელი კომპლექსის ესკიზური კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული პრეტენზაცია, რომელიც არქიტექტურული კომპანიის „არტსტუდიო პროექტი“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს სამშენებლო განვითარებისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის ზოგად კონცეფციას შეიცავდა.

პრეზენტაციაში დეტალურად იყო წარმოდგენილი ისეთი თემები, როგორებიცაა  საპროექტო ტერიტორიის სიტუაციური გეგმა და ასევე სარეკრიაციო და ზონირების საკითხები.

როგორც კომპანიის „არტსტუდიო პროექტი“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანება, როგორც საცხოვრებელი, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით,  სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ობიექტზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო-მასალა, რომელზეც კარგად ჩანდა ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, ავარიული შენობები და ეკოლოგიურად არასახარბიელო მდგომარეობა . 

შეხვედრის მონაწილეთა აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ოპტიმალურ გზას წარმოადგენს.

არქიტექტურის ნაწილში წარმოდგენილ ფოტო -მასალაში  ხევისთვის, კერძოდ,  ტერასულ მშენებლობაზე გათვლილი ძველი თბილისის,  უცხოური ანალოგების, ასევე საცხოვრებელი კომპლექსის ზოგადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და საპროექტო გამწვანების კონცეფცია იყო წარმოდგენილი. 

შეხვედრას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი, საკრებულოს გარემოს დაცვისა და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეები შორენა ბუხრაშვილი და ნუგზარ მალაღურაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ასევე ინვესტორისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი კონცეფცია და ამასთან საკუთარი მოსაზრებები და წინადადებებიც დააფიქსირეს.

მათივე განცხადებით, მსგავსი საჯარო განხილვა, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ჩატარდა და რომელიც წინ უსწრებს კვლევებსა და ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ჩართულობას უზრუნველყოფს, აქამდე არ განხორციელებულა და როგორც მუშა პროცესის, ისე საბოლოო დასკვნისა და შედეგის  ეფექტიანობის გარანტიაა.

დასასრულს, შეხვედრა რიმა ბერაძემ შეაჯამა და განაცხადა, რომ ჩუღურეთის რაიონში განაშენიანების კონცეფციის განხილვა ჯერ-ჯერობით დამუშავებისა და ანალიზის პროცესშია და უპირველეს ყოვლისა, სეისმოლოგიურ, კლიმატოლოგიურ, გეოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა შესაბამის კვლევების ჩატარებას მოიაზრებს.

„მოგეხსენებათ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები არაპროპორციულად არის განვითარებული. ამიტომ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს განვითარება ერთ-ერთი უპირობო და უმნიშვნელოვანესი საკითხია. ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ ჩვენი ქალაქი, მაგრამ პირველ რიგში,  უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და დავიცვათ მათი ინტერესები. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის პროექტის განხორციელებისას, ეკოლოგიური მიმართულებები გარემოსა და ბუნების დაცვის პარალელურად უნდა წარმოჩინდეს’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია სპეციალური კომისიის შექმნა, რომლის მუშაობაში სხვადასხვა კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან და ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული პროექტი როგორც დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესების,  ასევე  მისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და ურბანული განვითარების გარანტი იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge